გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.