ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ესპანეთი-ინგლისის საფეხბურთო მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, შვილთან და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ბათუმში უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო. 

ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და ინგლისის  გუნდები დაუპირისპირდნენ. 

ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 

პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.