საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. პრემიერი ღონისძიებაზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.

ღონისძიებას თბილისის მერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, საპატრიარქოს წარმომადგენლები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ.