საქართველოს პრემიერ–მინისტრის მილოცვა

როშ ჰაშანას დღესასწაული მინდა მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში.

ქართულ-ებრაული ძმობის ისტორია ასეთი განსაკუთრებული  არ იქნებოდა იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელიც ჩვენს ხალხს საუკუნეებია აკავშირებს. სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ებრაელებმა ასე შეინარჩუნეს საკუთარი ეროვნულობა საქართველოში, რომლითაც ჩვენ, ქართველები, ძალიან ვამაყობთ. 

მინდა გავიზიარო თქვენი დღესასწაულის დიდი სიხარული და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატება თქვენ და თქვენს ოჯახებს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი