საქართველოს პრემიერ–მინისტრის მილოცვა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს გილოცავთ პროფესიულ დღეს!

დაზვერვის სამსახური ნებისმიერი ქვეყნისათვის  უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ელემენტია. დღეს, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, თქვენი ინსტიტუტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია.  საქართველოს სჭირდება ძლიერი დაზვერვის სამსახური. შესაბამისად, გისურვებთ ინსტიტუციურ განვითარებას და წინსვლას.

​გარწმუნებთ, რომ თითოეული თქვენგანის საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ეწევით, ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. წარმატებას ვუსურვებ დაზვერვის სამსახურის როგორც დამწყებ თანამშრომლებს, ისე გამოცდილ პროფესიონალებს. 

მადლობა ერთგულებისა და იმ უდიდესი ვალდებულების გრძნობისთვის, რომელსაც სამშობლოს წინაშე განიცდით!

წარმატებებს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი