საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო.

ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია.

თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი