საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.

ჯემალ ღაღანიძემ თავისი გამორჩეული კეთილშობილებით, ნიჭითა და შემოქმედებით უამრავ თაყვანისმცემელს არაერთი საყვარელი პერსონაჟი აჩუქა.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი