საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან ერთად დაესწრო. 

მთავრობის მეთაურმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და 26 მაისი მიულოცა.

სახელმწიფო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.