შეხვედრა “ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ჰავენსს შეხვდა. 

დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და სკოტ ჰავენსმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.