შეხვედრა დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარესთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს კენეტ უოლაკს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და დემოკრატიის ეროვნულ ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზი გაესვა არაერთ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელთა შედეგებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი იან მაკგინიტი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.