შეხვედრა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა. 

საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას. 

მთავრობის მეთაურმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.